ოპოზიციური გადაჯგუფების კონტურები გამოკვეთილია.
საპრლამენტო არჩევნების წინ ნიკა მელიას მომავალი პარტია, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“, „დროა“ და ნიკა გვარამია შესაძლოა ერთ ალიანსში აღმოჩნდნენ. ხაზარაძის პარტიის გარდა ყველა მათგანს საერთო პოლიტიკური წარსული, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ აერთიანებს. ჩამოთვლილი პოლიტიკური აქტორების ერთობის პერსპექტივა მედიიდან პოლიტიკაში დაბრუნებული გვარამიას განცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა. სწორედ მათ მოიაზრებს მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებად გვარამია, რომელიც საარჩევნო პროგნოზსაც აკეთებს და ამ ერთობას მინიმუმ 25%-იან მხადაჭერას უწინასწარმეტყველებს. ამ განცხადებით თანამშრომლობა არც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდთან გამოირიცხება, რომელიც თავის მხრივ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. შესაძლო ახალი ოპოზიციური ერთობის საარჩევნო პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამ ალიანსში არ მოიაზრება. სავარაუდო ალიანსი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ამ ერთობაში მოქმედ პრეზიდენტსაც ხედავს.