ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ქუჩა არა ძალადობას, არამედ ხალხის აზრის დომინაციას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.