„რუსთავი 2“-ში საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
გამომძიებლები დოკუმენტაციას იღებენ ტელევიზიის იმ ნაწილიდან, სადაც კონტრაქტორი კომპანია, „ინტერმედია“ იყო განთავსებული. სწორედ კონტრაქტორებთან ურთიერთობა და სარეკლამო კონტრაქტები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მისულ ნიკა გვარამიას, დღეს კითხვები დაუსვეს.
ჯერ უცნობია, შეუცვლიან თუ არა „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს მოწმის სტატუსს და დაიბარებენ თუ არა მას განმეორებით დაკითხვაზე.
გამოძიება ტელევიზიის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის და ტელე-კომპანიის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებების საფუძველზე დაიწყო. საუბარია განცხადებებზე, რომლებიც „რუსთავი 2“-ში არსებულ მძიმე ფინანსურ პრობლემებს ეხებოდა.
გვარამია საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და სამართლებრივ დავას თავადაც აანონსებს.