გურიის სოფლებში ვაკიჯვარსა და ჯურუყვეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. რაც შეეხება სოფელ გომს, იქ ხანძრის ქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ამ დროისთვის 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვითარება სტაბილურია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.