„ზამთარი გადატანილია,“- ასე ჰქვია გურამ წიბახაშვილის გამოფენას და წიგნს, რომლის პრეზენტაცია ბარნოვის სახელოვნებო სივრცეში გაიმართა.
ქართული და ინგლისურენოვანი წიგნები ფოტოგრაფის 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს.
წიგნი და გამოფენა 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოს ერთგვარი გახსენებაა.