„ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას ისევ აპროტესტებს, მათი დაუსჯელად დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება,“ – ეს განცხადება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, კანონი ააშკარავებს არა მხოლოდ ადგილზე მოქმედ აგენტურას, იმავე ჯაშუშებს, არამედ პირდაპირ ააშკარავებს მათ დამფინანსებლებს. მაჭარაშვილის ამ განცხადებას პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.