გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი

„ხალხის ძალა“ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრძანებასა და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ხალხის ძალა“ გააგრძელებს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, რადგან სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება. მაჭარაშვილის განცხადებით, ის ეხმაურება სოციალურ ქსელში ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსს, სახელწოდებით „ცის ფერი“. ანუ, ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“. მისი თქმით, საქმე გვაქვს დეზინფორმაციასთან, თითქოს ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ამ ყველაფრის წამახალისებელი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანამშრომლებისადმი მოწოდება, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა. მაჭარაშვილის განცხადებით, „ხალხის ძალა“ ყოველთვის უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას.