„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ლობისტები მიხეილ სააკაშვილს უკვე საჯაროდ იცავენ და საქართველოს ხელისუფლებას თავს ესხმიან. დეპუტატის თქმით, აღნიშნული პირები საქართველოს ხელისუფლებისგან მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან მათი მიზანია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება, რასაც ავტომატურად მოჰყვება ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა.