ლატვიასთან ერთა თასის შეხვედრამდე ქართველ გულშემატკივარს გურამ კაშიამ მიმართა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან.
„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვ, მატჩის მსვლელობისას ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენ გუნდს.
დღეს ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველოს გვჭირდება”, – წერს გურამ კაშია სოციალურ ქსელში.