გურამ დოჩანაშვილს, ოჯახის გადაწყვეტილებით, ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა. გურამ დოჩანაშვილის პანაშვიდები ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. მწერალს 6 აპრილს დაკრძალავენ.