დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით ბოლო სპეციალური რეისი შესრულდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ევრო 2024-ის მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება ჯამში, დამატებით 1 200-მდე ქომაგს მიეცა. ფრენები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასუბსიდირდა და ბილეთის ფასი 190 ევრო იყო.