გულის დაავადებების მაღალი მაჩვენებელი საქართველოში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 37%-ს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.
29 სექტემბერს მსოფლიო გულის დღეს აღნიშნავს. თარიღს საქართველო საინფორმაციო კამპანიით უერთდება, რომლის მიზანი გულის დაავადებებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. კამპანიაში პირველი არხიც ჩაერთო. კარდიოლოგები მთავარ გამოწვევად სწორედ მავნე ჩვევებს და ცხოვრების არასწორ წესს ასახელებენ. ირკვევა ისიც, რომ რეგიონებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების პრობლემაა, რაც ოჯახის ექიმების მცირე რაოდენობას უკავშირდება.