გუბერნატორების წარდგენა

სამკვირიანი ლოდინის შემდეგ რეგიონებს ახალი გუბერნატორები იბარებენ.

პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარდგენილი რწმუნებულებიდან ორი ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსანია.

შერჩეული კადრების წარსული საქმიანობა უკვე გახდა ოპონენტების კრიტიკის საფუძველი. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გურიის გუბერნატორზე, რომელსაც ოპოზიცია მმართველი პარტიისთვის შეწირულ თანხას უხსენებს.

თავის დროზე რეგიონებში მომხდარი საკადრო ცვლილებების არგუმენტად მთავრობის მიზნები და ამ მიზნებიდან გამომდინარე ახალი მიდგომები დასახელდა. თუმცა ახალ რწმუნებულებს დღეს სამომავლო გეგმებზე ვრცლად არ უსაუბრიათ. გაკეთდა მხოლოდ ზოგადი განცხადებები და დასახელდა პრიორიტეტები, რომელთა შორის აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კეთდება.