დღეიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დატოვებენ. მათგან ერთ-ერთია მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რომელიც მმართველმა პარტიამ თიანეთში, ყაზბეგში, მცხეთასა და დუშეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. თანამდებობა დატოვა კახეთის გუბერნატორმაც. ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთის რეგიონის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა და ყურადღება მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დაგეგმილ და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა. ხვალიდან კახეთის გუბერნატორის მოვალეობას ქადაგიშვილის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი შეასრულებს.