გროზნოს ცენტრში მდებარე ეკლესიას უცნობი პირები დაესხნენ თავს

გროზნოს ცენტრში მდებარე ეკლესიას უცნობი პირები დაესხნენ თავს, არიან დაღუპულები. რუსული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მებრძოლებმა სულ მცირე ორი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიარაღებული პირები ეკლესიაში შეიჭრნენ და მორწმუნეების მძევლად აყვანა სცადეს.

სპეცოპერაციის შედეგად ოთხი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. კადიროვის თქმით, ის მომხდარის შემდეგ დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და სიტუაციას პირადად აკონტროლებს. მისივე განცხადებით, ამჟამად პოლიცია ლიკვიდირებული პირების იდენტიფიცირებას ცდილობს.