კრწანისის რაიონში გრიშაშვილობის დღესასწაული აღინიშნა – ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში თეატრალიზებული სანახაობა გაიმართა. გაცოცხლდა ძველებური ბაზარი, მოეწყო თემატური კუთხეები და ფოტოზონები. გაიმართა კონცერტიც. წელს პოეტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 135 წელი აღინიშნება.