გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 190 დაავადებულია. ეს კი, დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.
იმნაძემ განმარტა, რომ ეპიდემიის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა, 450-500 დაავადებული 100 ათას მოსახლეზე.
რაც შეეხება გარდაცვალების ორ შემთხვევას, პაატა იმნაძის განცხადებით, მიზეზი სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებული მიმართვა გახდა.