გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. არ არის გამორიცხული, რომ სწავლის დაწყების თარიღმა კიდევ გადაიწიოს.
არდადეგების პერიოდში განათლების სამინისტრო სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციას სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას სთხოვს. ბოლო 24 საათში H1N1-ით გარდაცვალების შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გრიპმა 12 ადამიანი იმსხვერპლა, 640-მდე მოქალაქე კი ჰოსპიტალიზებულია.
H1N1-ის კლინიკური ნიშნების შემთხვევაში დაავადების სამკურნალო ერთადერთი პრეპარატი „ტამიფლუა“, რომლის ახალ მარაგებს ელოდებიან. მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი სწორედ „ტამიფლუსთან“ დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.