ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი სახელწოდებით – „გრილი ზაფხული ბოტანიკურში“ მიმდინარეობს. ადგილზე მისულ ვიზიტორს გამაგრილებელი სასმელების მრავალფეროვნება, ნაყინი და ქართული ლიმონათის ნაირსახეობა დახვდება. ასევე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები და სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მიერ შექმნილი თემატური ნახატები. დაგეგმილია მასტერკლასები და ვორკშოპები. ფესტივალი ორი ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.