გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მის კამპანიას მიხეილ სააკაშვილთან საერთო არაფერი აქვს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრება მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიციაა და მას საერთო არაფერი აქვს გაერთიანებულ ოპოზიციასთან.
გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ყველასთვის ცნობილია, რომ არჩევანი მასსა და ივანიშვილს შორის კეთდებოდა. BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი, რაც პროფესიაში იცის, საბჭოთა დიპლომატიის სკოლიდან მიიღო.