„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებამ ოპოზიციურ გაერთიანებაში დისონანსი შეიტანა.
გრიგოლ ვაშაძის გამოსვლამ პოლიტიკური პარტნიორების ნაწილი გააღიზიანა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ვაშაძემ ხელისუფლებისგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების გაცემა მისი პარტიის ბრძოლის შედეგად გამოაცხადა. არ არის გამორიცხული, რომ „ლეიბორისტების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრები მომავალში არასრული შემადგენლობით გაგრძელდეს.
განცხადებას მწვავე რეაქციები მოჰყვა ივნისის მოვლენების შემდეგ დაწყებული აქციების ორგანიზატორისგანაც.
ნოდარ ჩაჩუა არკვევდა, დადგება თუ არა ეჭვქვეშ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციის ერთობა.