მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას სამეგრელოში განაგრძობს. გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ზუგდიდში შეხვდა. შეკრებილებს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმაც.
პრეზიდენტობის კანდიდატმა კი რეგიონის მნიშვნელობაზე და მისი განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და მოსახლეობას არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა.