სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მარიხუანის წარმოება და უმუშევრობა – ამ საკითხებზე ესაუბრა კასპში, სოფელ აღაიანში მცხოვრებლებს გრიგოლ ვაშაძე.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, 28 ოქტომბერს დაიწყება ხელისუფლების სრული ცვლილების პროცესი. შედეგად დაიწყება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები გაჩენა და პენსია 400 ლარამდე გაიზრდება.