გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს დელეგაციას ჟენევის კონსულტაციებში ორიენტირები დაკარგული აქვს
„ნაციონალური მოძრობა“ ჟენევის კონსულტაციებზე რუსეთის მიერ დაანონსებული ფორმით ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს დელეგაციამ ჟენევაში რუსეთის მიმართ მთავარი მოთხოვნა მოხსნა, რაც ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულების აღება იყო. მისივე შეფასებით, დეკლარაციის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ეს დეკლარაცია პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.
ოპოზიციას დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.