გრიგოლ ვაშაძე ლილო-ორხევის მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი აეროპორტის დასახლებაში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ეკონომიკის ნიშნულის ზრდა, გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა, ეს კანაფის პლანტაციების მეშვეობით არ უნდა მოხდეს.

ლილო-ორხევის მოსახლეობასთან შეხვედრისას, გრიგოლ ვაშაძემ პენსიის ზრდაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში პენსია 400 ლარი გახდება.

შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურმა გაავრცელა.