სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია აშშ-ის საელჩომ კარგად იცის, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ამერიკის მოქალაქე, მარშალ ქომინსი.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომლებიც ეყრდნობა მაღალ სანდოობას. კითხვაზე, კავშირშია თუ არა ამერიკის მხრიდან გუშინ მოსამართლეების დასანქცირება მარშალ ქომინსის არ შემოშვებასთან, ლილუაშვილმა აღნიშნა: „ვერ გეტყვით სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ამ ადამიანის არ შემოშვებასთან, კითხეთ ამერიკულ მხარეს“.