რუსთავის ქიმიკოსების სპორტულმა კომპლექსმა გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონის, ზურაბ ბეკოშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა. გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. გრეპლინგი სპორტული ორთაბრძოლაა, რომელიც ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს. საქართველოში გრეპლინგის ფედერაცია 2015 წელს დაფუძნდა. მისი შექმნის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაციაა.