ათი დღეა გორში გაუჩინარებულ დებს ეძებენ. 12 აპრილს ანა და მარიამ მეგრელიშვილები სახლიდან სკოლაში წავიდნენ და მას შემდეგ მოზარდები აღარავის უნახავს. მშობლებს გაუჩინარების მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ისინი ოჯახში და სკოლაში კონფლიქტს გამორიცხავენ. გაუჩინარებიდან მეორე დღეს დებმა მეგობარს თბილისიდან დაურეკეს, მას შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.
გაუჩინარებულ დებს სამართალდამცავები ეძებენ. გამოძიება უკვე დაწყებულია.