როგორია საარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკოსების დაპირებები და გზავნილები გორში.
სოფლებში ჩასვლის და ადგილობრივთა პრობლემების თუ საჭიროებების მოსმენის შემდეგ „მოამბე“ დაინტერესდა, როგორ ესახებათ მერობის კანდიდატებს ყველაზე მთავარ გამოწვევებთან ბრძოლა. საარჩევნო ხედვებსა და პროგრამებში კონკურენტების პრიორიტეტები ძირითადად ერთმანეთის იდენტური, პრობლემების გადაჭრის გზები კი განსხვავებულია. თუმცა, ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ ნომერ პირველი ამოცანა რაიონში მცხოვრებ დევნილთა პირობების გაუმჯობესება უნდა იყოს.