გორის მერიის „კეთილმოწყობის სააგენტოს“ თანამშრომელი, რომელიც ორი დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, გარდაიცვალა.
57 წლის სურამი ლამაზოღლი სამედიცინო რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა.
კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი სატვირთო მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა. მანქანით ერთ-ერთი ღონისძიებისთვის ბანერი გადაჰქონდათ, რომელიც გადმოვარდნისას მას ზემოდან დაეცა.