გორის ჰოსპიტალთან გაკეთებული განცხადებები

მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალში მოსანახულებლად მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან. კლინიკაში მისი დედა და შვილი ცოტა ხნის წინ შევიდნენ. მანმადე კი ყოფილი პრეზიდენტი მოინახულა ინტერესების დამცველმა. ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილი ხვალინდელ სხდომას დაესწრება და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა.