რუსთავში იპოვა პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი დები. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც აღმოჩნდა, ისინი რუსთავში სოციალურ ქსელ ფეისბუქით გაცნობილ მეგობართან იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, გოგონები გორის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. დებს ცხრა დღის განმავლობაში, 12 აპრილის შემდეგ ეძებდნენ.
გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის გე ქვეპუნქტით მიმდინარეობს.