უცხოელი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადავარდა სავალი გზიდან გომბორის უღელტეხილზე.
ავტობუსში ბელარუსის 27 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან ოცმა სხეულის სხვადასხვა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
დაშავებულები თელავში მდებარე ორ კლინიკაში გადაანაწილეს. ექიმების განმარტებით, არც ერთ მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბელორუსი ტურისტები კახეთის დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ.
მომხდარის მიზეზებს გამოძიება უკვე სწავლობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლით აღიძრა.