24 წლის ასაკში მოპოვებული საყოველთაო აღიარება და თითქმის 60-წლიანი შემოქმედებითი გზა – საზოგადოება ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს, გოგი ქავთარაძეს ემშვიდობება.
მიხეილ კობახიძის ფილ „ქორწილში“ შესრულებული სადებიუტო როლით დაწყებული კარიერა ერთნაირად წარმატებული აღმოჩნდა როგორც კინო-ეკრანზე, ასევე თეატრის სცენაზე.
გოგი ქავთარაძე სხვადასხვა თეატრის სცენაზე რამდენიმე ათეული სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია. ჩართული იყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ის ერთ-ერთია იმ პირთა შორის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა.