გოგა ხაინდრავას განცხადება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, „ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არ ენდობა და აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა პირდაპირ ქართული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტეტებსა და საქართველოს მყარი პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ და ამერიკა დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში უპრეცედენტო მხარდაჭერას გამოხატავს რეგიონში მისი ყველაზე საიმედო დასაყდრენის მიმართ, გაუგებარია ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი.