„ 7 ნოემბერი თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო დღეა – მაშინ ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საზოგადოება სისხლში ჩაახშვეს, ამ ლაქას ძნელად მოიშორებს ჩვენი ქვეყანა“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს ფიზიკური სისასტიკე გამოიყენოს, ამიტომ სხვა გზებით ეწინააღმდეგებიან ქვეყანას. გოგა ხაინდრავას თქმით, აუცილებელია ოპოზიციის მხარდამჭერ ახალგაზრდებს ფაქტები დაანახონ და აუხსნან, თუ სად არის სიმართლე და სად – სიცრუე.