გოგა ხაინდრავა მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. კინორეჟისორი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში აქციები ეროვნულ სპორტად იქცა. მისივე განცხადებით, საპროტესტო ტალღას ქვეყნისთვის ბოლო 50 წლის განმავლობაში შედეგი არ მოუტანია.