გოგა ხაინდრავამ არჩევნების მე-2 ტური შეაჯამა

არჩევნების შედეგები შეაჯამა გოგა ხაინდრავამ. მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, არამედ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება ევროპული ღირებულებების მატარებელი პრეზიდენტი. ხაინდრავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ის აცხადებს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნდეს, თუმცა გეგმავს წინასაარჩევნოდ დაწყებული კამპანია „ მე ვიცავ თავისუფლებას“ კვლავ გააგრძელოს.