გოცირიძის განცხადება - რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა და შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ეს პარტიის მიმართ მისი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა. „ეს მოდელი არც დღეს შეცვლილა. ამ მოდელმა რაღაც დრომდე ასე თუ ისე თუ იმუშავა, დღეს შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამანგრეველი გახდეს. რაც წამოვედი, ეს ჩემი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა ამ პარტიის მიმართ“, – დაწერა რომან გოცირიძემ. უკვე შემდეგ კი მედიასთან თქვა, რომ შესაძლოა ეს პოსტი მისი მხრიდან ცხელ გულზე დაიწერა.

რომან გოცირიძის განცხადებას ლევან ბეჟაშვილიც გამოეხმაურა.