გოჩა ფიფია იმ ბიზნესმენების განცხადებებში, რომლებიც არსებული ხელისუფლების პირობებში ზეწოლაზე საუბრობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავს. მან ქართული საბანკო სისტემის წარმომადგენლებს მიმართა და შეახსენა თუ რა პირობებში უწევდათ საქმიანობა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს.
ბიზნესმენმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საკუთარი ბიზნესის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებსა და ზეწოლასაც გაუსვა ხაზი.