გმირთა მოედანზე მემორიალთან პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში დაღუპულებს

დილიდან ხალხმრავლობაა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. გმირები გაიხსენეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.