გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა და ევრაზიის რეგიონის სამ მოწინავე ქვეყანას შორის მოხვდა.

2018 წლის რეიტინგში, 140 სახელმწიფოს შორის საქართველოს 66-ე ადგილი უკავია.

კვლევის ავტორთა შეფასებით, საქართველო გამჭვირვალობით ევრაზიის რეგიონის ლიდერია.

პრობლემებს შორის კვლევის ავტორები ასახელებენ ფინანსურ სისტემას და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობებს. ამ კომპონენტების გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთ გზად კი, შრომითი ბაზრის რეფორმის განხორციელებაა დასახელებული.