გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა. კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო თურქეთის გარდა, ყველა მეზობელ ქვეყნას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება და ერთპიროვნულად ლიდერობს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორისაც.
საქართველომ გამორჩეულად მაღალი შეფასებები მიიღო ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა „მთავრობის ეფექტიანობა“, „ბიზნეს გარემო“, „სამეწარმეო პოლიტიკა და კულტურა“, ასევე „შრომის პროდუქტიულობა“. მთავრობის ეფექტიანობის ინდიკატორი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმარტებით, ასახავს საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ“. განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ „ბიზნეს გარემოს“ გლობალურ რეიტინგშიც. ყველაზე დიდ წარმატებას კი ქვეყანამ „შრომის პროდუქტიულობის“ ინდიკატორში მიაღწია და ამ მიმართულებით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.