გლდანის ტბის აღდგენის პროექტი

გლდანის დიდ ტბაში კვლევები დასრულდა.

მონიტორინგის შედეგები ცნობილია. აორთქლების მაღალი მაჩვენებლის გამო და დაშრობის პრევენციის მიზნით ტბის წყლით შევსება იგეგმება. ამ მიზნით სამუშაოები ორი მიმართულებით ჩატარდება. იგულისხმება წყლის ხელოვნური და ბუნებრივი რეზერვუარებით შევსება. კერძო საკუთრებაში არსებული დიდი ტბა პრაქტიკულად ჭაობად არის ქცეული. ანტისანიტარიის და სხვადასხვა ინფექციის გავრცელების გამო გლდანის მცხოვრებლები ტერიტორიის მოწესრიგებას წლებია ითხოვენ. მოეწყო არაერთი საპროტესტო აქციაც.