91 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი. მან ქართულ ენაზე თარგმნა საიათნოვას ლექსები, სომხური, აფხაზური და ოსური პოეზიის ნიმუშები. გივი შაჰნაზარი იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი, სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის რეფერენტი. მინიჭებული ჰქონდა ეღიშე ჩარენცის, ივანე მაჩაბლის, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიები. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, 2015 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.