საჯარო წყაროებზე დაფუძნებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცესკო-ში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ნახევარზე მეტი ეწევა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მიქანაძემ მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ცესკო-ში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული.