ოპერის და ბალეტის თეატრში, ჯაზის ცნობილი შემსრულებელი მუსიკოსის, გიული ჩოხელის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
„გზა მოკლე“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელზეც მუსიკოსი 24 წლის განმავლობაში მუშაობდა. წიგნი ევგენი მიქელაძის ცხოვრებას, მის მოღვაწეობას შეეხება და ოჯახის წევრების, მეგობრების და კოლეგების მოგონებებს აერთიანებს. მათ შორის შესულია ისეთი წერილები და ჩანაწერები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა. გიული ჩოხელს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, მედალი და დიპლომი გადასცა.