სასამართლო პროცესის დაწყებამდე, „ვივამედის“ კლინიკაში გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი მხრიდან პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა კი, „ვივამედის“ კლინიკაში შესაბამისი გამოცდილების მქონე ექიმების არყოფნით არის გამოწვეული. გიული ალასანიამ დღესვე დაადასტურა ინფორმაცია პიარკომპანია „გლობალ პოინტთან“ ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „გლობალ პოინტის“ მუშაობის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის გავრცელება.