მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“ გონება დაკარგა. ალასანიას თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. როგორც ალასანია ამბობს, შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ დროს განმეორდეს და დასრულდეს ფატალურად. გიული ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „ვივამედის“ ადმინისტრაციას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.