იწყება განხილვა ინიციატივის, რომელიც სწორედ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების განმეორების თავიდან ასაცილებლად მომზადდა.
დეპუტატებით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებით და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს სიმბოლური სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“. სახელმწიფოსგან მოქალაქეთა მეტი დაცულობის და მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად ინიცირებული პაკეტი სისხლის სამართლის კოდექსში არაერთი ცვლილების შეტანას გულისხმობს.
მედიისთვის დახურულ სამუშაო შეხვედრას ქეთი ქაშაკაშვილი აშუქებდა.